შესაძლოა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხოვლე ჩაიკეტოს. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, სოფლის შესასვლელში პოლიციის მობილიზება შეინიშნება.
ისინი დასახლებაში შემსვლელ-გამომსვლელ მანქანებს ამოწმებენ და ადგილობრივებს აფრთხილებენ, რომ სოფლიდან არ გავიდნენ.
უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც ადგილობრივ მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა. ის საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია და ამბობს, რომ კონტაქტი ბევრ ადამიანთან ჰქონდა.
ეპიდემიოლოგებმა ხოვლეში კორონავირუსზე 11 ნიმუში აიღეს.
შეგახსენებთ, საპატრიარქოს დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებული ახალგაზრდა მამაკაცი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მცხოვრებია. მამაკაცი COVID-19-ის სიმპტომებით კარანტინში 12 აპრილს მოათავსეს. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ დაცვის თანაშრომელს პატრიარქთან და სასულიერო პირებთან შეხება არ ჰქონია.
თავად დაავადებული პირი ამბობს, რომ საპატრიარქოში ბოლოს ორი დღის წინ იყო.
მამაკაცმა არ იცის, ვირუსი საიდან გადაედო.
მასალის გამოყენების პირობები






