COVID-19-ის სამედიცინო პრაქტიკის მეშვეობით ინფორმაციის თანახმად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბავშვები კორონავირუსით ავადდებიან, თუმცა, დაავადება მატში ნაკლები რისკების შემცველია. გთავაზობთ სპეციალისტების პასუხებს კითხვებზე, რომელიც ახალი ინფექციასა და ბავშვებს უკავშირდება.
1. ავადდებიან თუ არა ბავშვები კორონავირუსით?
- დიახ, ბავშვებში, ისევე როგორც სხვა ასაკის ადამიანებში კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის არაერთი ფაქტია დადასტურებული.ამის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას იმ ფაქტმა შეუწყო ხელი, რომ პირველ თვეებშ, დაავადება უფრო მეტად სამსახურებში, მარკეტებში და საზოგადოებრივი თავშეყრის მსგავს ადგილებში ვრცელდებოდა.
2. რითი განსხვავდება დაავადების მიმდინარეობა ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებში?
- ზოგადად, ბავშვებში კორონავირუსი გაცილებით იოლ ფორმებში მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში, განსაკუთრებით ასაკოვნებთან შედარებით. იმ მასალებიდან გამომდინარე, რაც კორონავირუსზე არსებობს, იმ ბავშვებშიც, კი, რომელსაც აქვთ თანმდევი დაავადებები, პროცესი გაცილებით იოლად მიმდინარეობს. ამასთან, ვირუსი ძირითადად ბავშვების ზედა სასუნთქ გზებს აზიანებს, ამ დროს მოზრდილებში ძიერითადად პნევმონია ვითარდება ხოლმე. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, ცნობილია 12 წლის ბელგიელი გოგონას, 13 წლის ბრიტანელი ბიჭისა და 14 წლის ჩინელის გარდაცვალების ფაქტები. ეს სამი არის ყველაზე ახალგაზრდა (რაც ოფიციალური მონაცემებითაა ცნობილი) ადამიანი, რომელიც COVID-19-მა იმსხვერპლა.
3. რატომ მიმდინარეობს დაავადება ბავშვებში უფრო იოლად?
- ეს დაავადება საკმაოდ ახალია და ამის თაობაზე ამომწურავი პასუხი არ არის. შესაძლო მიზეზი - COVID-19-ს უჯრედის ზედაპირზე სჭირდება ცილა, რათა შიგნით შეაღწიოს და დავადოს ის. მას სჭირდება რეცეპტორი ACE-2, რომელიც ბავშვებს ქვედა სასუნთქ გზებში უფრო ნაკლები აქვთ, რის გამოც ზიანდება მხოლოდ ზედაა სასუნთქი გზები.
4. არიან თუ არა ბავშვები ვირუსის გადამტანები?
- დიახ, ბავშვები, რომელსაც მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ, ან საერთოდ არ აქვთ ის, შესაძლოა ვირუსის გადამტანები იყვნენ.
5. არის თუ არა ბავშვის ასაკი მნიშვნელოვანი?
- დიახ, ჩვილ და 3 წლამდე ბავშვებში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე სხვა ასაკოვან ჯგუფებში.
6. სახიფათოა თუ არა კორონავირუსი ახალდაბადებულებისთვის?
- დიახ. მსოფლიოში ცნობილია ახალდაბადებულის დაინფიცირების 2 შემთხვევა, ერთი უხანში, მეორე - ლონდონში. თუმცა,, ჯერჯერობით უცნობია, ისინი დაავადნენ დედის საშოში ყოფნის დროს, თუ დაბადების შემდეგ. ორივე შენმთხვევაში დედები ასევე დაინფიცირებულები იყვნენ.
7. როგორ მოქმედებს კორონავირუსი ჩანასახზე?
- ამის შესახებ მეცნიერებს ბევრი ინფორმაცია არ აქვთ. მაგალითად კორონავირუსებს SARS-მა და MERS-მა შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან შეანელოს ნაყოფის განვითარება. Covid-19-ზე ამგვარი დაკვირვება ჯერ არ ჩატარებულა.
8. როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსით დაავადებისაგან?
- წესი იგივეა, რაც ყველა ადამიანის შემთხვევაში - სანიტარული ნორმების დაცვა, ხელების კარგად დაბანა, იმ საგნების დეზინფიცირება, რომელსაც ბავშვი ეხება, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის მაქსიმალური შეზღუდვა.
--------გარდა ზემოთმოყვანილი კითხვებისა, სპეციალისტები გვირჩევენ ვესაუბროთ ბავშვებს კორონავირუსთან დაკავშირებით, მათთვის გასაგებ ენაზე ავუხსნათ რა არის ის. თუ შეატყობთ, რომ მას შიში გაუჩნდა, მაქსიმალურად ეცადეთ დაამშვიდოთ ის, უთხრათ, რომ თუ წესებს დაიცავენ, მათ არაფერი დაემუქრებათ. აუხსნათ, რატომ არის ის და მისი ოჯახი განსაკთრებულ პირობებში და ა.შ.მასალის გამოყენების პირობები






