უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა დააკავეს 37 წლის მამაკაცი, რომელიც ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურთან ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი.
პოლიციელთა განცხადებით, ადგილი აქვს დაუდევრობის ფაქტს, რომელმაც მასშტაბური ცეცხლის გავრცელება გამოიწვია ელეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე- უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ ადგილობრივი სოფლის მკვიდრმა თავის სახლთან ახლოს ნაგავი დაწვა, მისგან არსებული ნარჩენები კი ტყეში დაყარა, საიდანაც ცეცხლი მდელოს წაეკიდა და ცეცხლი ქარის დახმარებით მთელ სივრცეზე გაიშალა. მამაკაცი არ დაკავშირებია შესაბამის ორგანოებს ხანძრის ლოკალიზებისთვის, იგი დამოუკიდებლად ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგადაც იგი ადგილიდან მიიმალა.
ამ ამბამდე რამდენიმე დღით ადრე აგრეთვე დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ხანძარი შეგნებულად გააჩინა. პოლიციელთა განცხადებით, ბოროტმოქმედი 27 წლის, წარსულში ნასამართლები კაცია. როგორც მან პოლიციელებს აუხსნა, ტყეში ბალახს ცეცხლი გასართობად წაუკიდა.
მასალის გამოყენების პირობები






