ავსტრიაში კორონავირუსის მიერ ქვეყანაში გამოცხადებული ტოტალური კარანტინის ნაწილობრივი მოხსნა დაიწყო. დღეიდან სახელმწიფოში არსებული ასობით მაღაზია გაიხსნა და უკვე ფუნქციონირებს.
მთავრობის მაღალჩინოსანთა თქმით, ეტაპობრივად გაიხსნება გასართობი სკვერები, წვრილმანი და პატარა მაღაზიები. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში პირბადეების ტარება სავალდებულოა.
გასულ კვირას, ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ქვეყანაში აუცილებლად მოიხსნება საკარანტინო შეზღუდვები ეტაპობრივად.
საზოგადოებისთვის მიმართვის ღია წერილში მან აღნიშნა, რომ სურს რაც შეიძლება მალე გადაილახოს კრიზისი და ერთობლივად იბრძოლოს თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის ქვეყანაში. ორშაბათიდან, 400 კვადრატული მეტრის ფართის მქონე მაღაზიები გაიხსნება და შეძლებენ ოპერირებას.
„დიდი მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონების გახსნა კი 1 მაისიდან იგეგმება, რესტორნები და სასტუმროები კი აქტიურ მუშაობას შეძლებენ უკვე მაისის შუა რიცხვებიდან, თუ ამის საშუალება მოგვცა ჯანმრთელობის მდგომარეობამ ქვეყანაში“ - განაცხადა კანცლერმა კურცმა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში კორონავირუსით 14 106 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 384 მათგანი დაიღუპა, 7633 კი უკვე გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები






