იმ ფონზე, რომ ჩინეთი ცდილობს კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა აირიდოს თავიდან, პუტინი აფრთხილებს მოსახლეობას კორონავირუსის მოსალოდნელ მძიმე კრიზისთან დაკავშირებით. პუტინის განცხადებით, სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება, რის გამოც შესაძლოა არმიის გამოძახება გახდეს საჭირო კოვიდ 19-თან საბრძოლველად.
რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრები გააფრთხილა, რომ მოემზადონ კრიზისის განვითარების მძიმე სცენარებისთვის, რისი მიზეზიც გახდა ის ფაქტი, რომ კოვიდ ინფექციის გავრცელება მასშტაბურად იზრდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
პუტინის თქმით, მომავალი კვირები იქნება გადამწყვეტი რუსეთისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში. მთავრობის წევრებთან გამართულ ვიდეო კონფერენციაში პუტინმა აღნიშნა, რომ მედიკოსებისთვის არსებული დეფიციტი პირბადეებთან დაკავშირებით უნდა აღმოიფხვრას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში კორონავირუსისგან ინფიცირებულთა რაოდენობა 21 000-ს აჭარბებს, ხოლო დაღუპულთა რიცხვი კი უკვე 170-ია. ადგილობრივი და უცხოური მედია საშუალებები აცხადებენ, რომ რუსეთი მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად შეგნებულად მალავს დაავადებასთან დაკავშირებულ რეალურ მონაცემებს.
მასალის გამოყენების პირობები






