რუსები 200 ევროს სანაცვლოდ სთავაზობენ იტალიელებს, გადაიღონ პუტინის სამადლობელი ვიდეო- იტალიური მედია
მსოფლიო - 11:37, 14 Apr, 2020     978

იტალიური გავლენიანი მედიის, La repubblica-ს ინფორმაციით, რუსები იტალიელებს სთავაზობენ გარკვეული თანხის საფასურად ჩაწერონ ვიდეო, სადაც მადლობას უხდიან რუსეთს და უშუალოდ ვლადიმერ პუტინს კორონავირუსთან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის.

სტატიაში აღნიშნულია, რომ იტალიაში მცხოვრები რუსები “WHATSAPP”-ის საშუალებით უგზავნიან თავიანთ ნაცნობ ადგილობრივ მოქალაქეებს შეთავაზებას, რათა გადაიღონ ვიდეო ერთ-ერთი რუსული მედიისთვის ექსკლუზიურად. LA REPUBBLICA-ში აღნიშნულია, რომ ვიდეოს პუბლიკაციისთვის საჭიროა 15 იტალიელი, რომლებიც ძალზე დადებითად შეაფასებენ რუსეთის მიერ იტალიისთვის გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას.

რუსების მოთხოვნის თანახმად, იტალიის მოქალაქეებმა თავიანთი სამადლობელო პოსტი უნდა გამოაქვეყნონ ტვიტერზე, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე- აღნიშნული ფაქტის შემდეგ ისინი მიიღბენ 200 ევროს.

იტალიური გაზეთი დაუკავშირდა ერთ-ერთ ადგილობრივი იტალიელ მოქალაქეს, რომელმაც “TIkTOk”-ში გამოაქვეყნა რამდენიმე წამიანი სამადლობელი ვიდეო რუსეთის მიმართ, რის სანაცვლოდაც მან 20 ევრო მიიღო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა რომაელი მაღალჩინოსნის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მიერ იტალიისთვის გაგზავნილი დახმარება კორონავირუსის შესაჩერებლად გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

იტალიელი მაღალჩინოსნების თქმით, რუსეთის მიერ გამოგზავნილი აღჭურვილობა და სპეცსისტემები გათვლილია არა კოვიდ 19-ის ვირუსის, არამედ როგორც ჩანს, აღნიშნული მოწყობილობები მეტწილად განკუთვნილია ქიმიური ან ბიოლოგიური ომის საწინააღმდეგოდ- მათ შორისაა ქიმიური-ბაქტერიული სტერილიზაციის საველე ლაბორატორია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42