ცნობილია, რომ მას 2 დღის წინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა.
მედიკოსებმა ქალი ბოქსირებულ პალატაში გადაიყვანეს.
რაც შეეხება ახალშობილს, მედიკოსის თქმით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ახალგაზრდა ქალბატონს, საკეისრო კვეთის ოპერაციის შემდგომ, მეორე დღეს, გამოუვლინდა მაღალი ტემპერატურული რეაქცია. რადიოლოგიური კვლევით აღმოჩნდა ორმხრივი პნევმონია, აღბულ იქნა ბიოლოგიური მასალა, ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით. პაციენტი იმყოფება იზოლირებულ პალატაში. ანალიზის პასუხი დღის ბოლოს გვექნება. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ აღენიშნება და ინტენსიური თერაპიის პალატაშია მოთავსებული", - განმარტა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ.
მასალის გამოყენების პირობები






