"ბზობის დღესასწაულზე არ ყოფილა..." - ვინ არის და რომელ ტაძარში მსახურობდა კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი
COVID-19 - 10:55, 14 Apr, 2020     1444
კორონავირუსით ინფიცირებულ სასულიერო პირს მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა აღენიშნება. ის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი ოჯახის წევრები არიან მოთავსებული.

„დადასტურებულია კოვიდ-19-ის დიაგნოზი. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი, შემოიყვანეს გუშინ. ოჯახის სულ 3 წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლიდან გადაეცა, არ ვიცით. ვინ არის წყარო არ ვიცით. მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინიც გუშინ შემოიყვანეს“,- განაცახდა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილმა.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, სასულიერო პირი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიაში მსახურობდა. ტაძარი დილიდან დახურულია.

"ნიუპოსტს" უყვებიან, რომ მამაოს ბოლო დღეებში ხველა აღენიშნებოდა. ამიტომ ის ბზობის დღესასწაულზე ტაძარში არ იმყოფებოდა.

მრევლის თქმით, მამა გ.პ-მ წირვა ხარების დღესასწაულზე აღავლინა. ტაძარში ზიარებაც შესრულდა, თუმცა მრევლის დიდი ნაწილი ლოცვას არ დასწრებია.

დღეს დილიდან დახურულია როგორც რუსული ეკლესია ასევე ამავე ეზოში მდებარე ქართული ტაძარიც, რომელსაც ლურჯ მონასტერს ეძახიან. ორივე ტაძარი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, 48 საათში გაიღება.

ამ დროსთვის უცნობია სასულიერო პირის დაინფიცირების წყარო. ინფიცირებულია მისი და და დისშვილი. ქალი მედიკოსია.

ამ დროისთვის კორნავირუსით სულ 296 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42