500 მილიონი დოლარი სექსუალური შევიწროებისთვის - თანამშრომლები McDonald’s-ის წინააღმდეგ
მსოფლიო - 10:46, 14 Apr, 2020     896

24 წლის ჯამელია ფეირლიმ და 28 წლის ეშლი რედდიკმა მაკდონლადსის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების საჩივრით სასამართლოს მიმართეს. ისინი კომპანიისგან 500 მილიონი დოლარის მიღებას ითხოვენ. ფეირლი ამჟამადაც მუშაობს სანფორდის (ფლორიდა) ერთ-ერთ მაკდონალდში, ხოლო რედდიკი ყოფილი თანამშრომელია. მათ საჩივრით ილინოისის (ჩიკაგო) ფედერალურ სასამართლოს მიმართეს. სწორედ აქ მდებარეობს მაკდონლადსის სათაო ოფისი.

როგორც ირკვევა, ქალბატონები რესტორნის წინააღმდეგ არამარტო საკუთარი უფლებების, არამედ ფლორიდაში მდებარე 100 მაკდონლადში მომუშავე 5 000 ქალის უფლების დასაცავად იბრძვიან.

„დაუშვებელია, რომ ქვეყნის მეორე ყველაზე დიდი დამსაქმებელი ვერ ახერხებს თავისი თანამშრომლების შევიწროებისგან დაცვას... ჩვენ ერთად ძლიერები ვართ და ერთად ჩვენ გვაქვს ხმა. ჩვენ ვიყენებთ ამ ხმას, რათა გავხადოთ მაკდონლადსი ანგარიშვალდებული“. - განაცხადა ფეირლიმ, ერთ-ერთმა მომჩივანმა.

საჩივრის მიხედვით, ორივე ქალბატონს მათი თანამშრომელი მამაკაცები ავიწროებდნენ, რაშიც როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური სექსუალური შევიწროება იგულისხმება. ფეირლის თქმით კი, როდესაც ამის შესახებ მენეჯერს მიმართა, მისი სამუშაო საათები შემცირდა. რედდიკიც იგივე პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ როდესაც სექსუალური შევიწროების საკითხი სააშკარაოზე გამოიტანა, მან სამუშაო საათები დაკარგა.

ფეირლი და რედდიკი არ არიან ერთადერთები, რომლებიც სწრაფი კვების ობიექტის წინააღმდეგ სასამრთლოს საჩივრით მიმართავენ. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სასამართლოს 50-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა სექსუალური შევიწროების საჩივრით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42