გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, COVID-19 სასულიერო პირს დაუდგინდა
COVID-19 - 04:07, 14 Apr, 2020     1225
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ახალი კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდგინდა. როგორც არაოფიციალური წყაროები ირწმუნებიან, დედაქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე ტაძრის მამაომ ბზობის დღესასწაულზე წირვა აღავლინა.


სასულიერო პირს ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ინფიცირებულია მისი დაც, რომელიც მედიკოსია.

როგორც ამბობენ, თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექთანი სამსახურში დადიოდა და ათობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ სასულიერო პირის დისშვილსა და დის დედამთილს.

არის თუ არა მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლების ინფიცირების წყარო სასულიერო პირი ამაზე განმარტებები სავარაუდოდ რამდენიმე საათში გაკეთდება.

ოფიციალურად კი ცნობილია, რომ თბილისის მედიცინის ინსტიტუტის მედიკოსებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. დაავადებულთა შორის ერთი ოჯახის წევრებიც არიან.

ერთ-ერთი ვერსიით, საპატრიარქოში გამართულ აუდიენციაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ, სასულიერო პირის დაინფიცირების საკითხიც განიხილეს.

შეხვედრა ისე დასრულდა რომ მხარებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. ამ დრომდე უცნობია რა გადაწყვეტილება მიიღო საპატრიარქომ. წინა დრეებში გავრცელებული განცხადებებიდან კი ჩანს, რომ საპატრიარქო პოზიციებს არ ცვლის და აღდგომის დღესასწაულზე ტაძრებში მრევლს ელოდება.

უცვლელია ასევე ზიარების წესიც.

უცნობია ისიც, რას მოიმოქმედებს სახელმწიფო იმ ადამიანების მიმართ, ვინც აღდგომის ღამეს კომენდანტის საათს დაარღვევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42