საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია სხვადასხვა ქვეყნების მიერ, კორონავირუსის პანდემიის დროს, განხორციელებულ ეკონომიკურ აქტივობების შესახებ. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული აქტივობები და შედეგებიც. მათ შორის, კომუნალურებზე დაწესებული შეღავათები, ლარის ინფლაცია და 150 ლარის ოდენობის სუბსიდია კორონავირუსის გამო უხელფასოდ დარჩენილთათვის.
„6 თვის განმავლობაში, ყოველთვიური 150 ლარის ოდენობის უმუშევრობის სუბსიდიაც გაიცემა მათზე, ვინც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სამსახური დაკარგა. ეს მიმართული იქნება იმ თანამშრომლებზე, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ და ეს შეწყვიტეს, რადგან ბიზნესი დაიხურა. ის ბიზნესები, რომლებმაც თანამშრომლები შეინარჩუნეს, ასევე მიიღებენ დაფინანსებას. ხელისუფლება, სუბსიდიას განახორციელებს 9 ძირითად საიმპორტო საქონელში, მათ შორის არის: ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო და წიწიბურა. გარდა ამისა, შექმნის ამ პროდუქციის მარაგს, რომლის საერთო ღირებულება 50 მილიონი ლარია.
მთავრობა განიხილავს საკრედიტო გარანტიის სქემის ამოქმედებასაც, რათა პოსტ-კორონავირუსის პერიოდში ეკონომიკის აღორძინებას დაეხმაროს“.,- ნათქვამია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






