ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ინფექციით 18 პაციენტია მკურნალობს, აქედან კი ორი არასრულწლოვანია.
მედიკოსების თქმით, ინფიცირებულებიდან ორ პაციენტს გართულებული პნევმონია აქვს.
ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოს ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, კლინიკაში ორი მძიმე პაციენტი იმყოფება.
„გუშინ 6 პაციენტი გვყავდა კვლევაზე. ერთზე არის დადებითი დანარჩენზე უარყოფითია. სტაციონარში ამჟამად წევს 18 ინფიცირებული. აქედან 2 ბავშვია 6-6 წლის, დანარჩენი 11 პნევმონიითა და აქედან 2 მძიმე ფორმით მიმდინარეობს. ესაა ქობულეთის კლასტერი“, - განაცხადა ნადირაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. აქედან 67 პირი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4872 პირი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 453 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები






