მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მაღალჩინოსნის განცხადებით, პირბადეებით სიარული კორონავირუსის მასშტაბური პანდემიის ფონზე მალე ნორმა გახდება. დევიდ ნაბარომ აღნიშნა, რომ ადამიანებს მოუწევთ ახალ რეალობასთან შეგუება. მან BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა: „ სახის დამცავი გარკვეული საშუალებელი დარწმუნებული ვარ, რომ გახდება ნორმა, რომელიც ხალხის დიდ რაოდენობას დამშვიდების საშუალებას მისცემს.
„ ჩვენ არ ვიცით ვირუსი როდის გაქრება, აგრეთვე არც ის ვიცით ადამიანები ხდებიან თუ არა იმუნურები ვირუსის დამარცხების შემდეგ და არსებობს იმის საფრთხე თუ არა, რომ განკურნებული ადამიანები ხელახლა დაავადნენ. სამწუხაროდ არ გვაქ ინფორმაცია, როდის იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინა. ჩვენ უნდა ვატაროთ პირბადეები და დავიცვათ სოციალური დისტანცირების წესები. უნდა დავიცვათ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები ამ დაავადებისგან- განაცხადა ჯანმოს მაღალჩინოსანმა.
ნაბაროს თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ისწავლოს თუ როგორ უნდა შეაფერხოს ვირუსის გავრცელება.
„ეს სიტუაცია მსგავსია იმ რევოლუციური პერიოდისა, როდესაც ადამიანებმა აღმოვაჩინეთ, რომ 1850 წელს ბინძური წყლის მოხმარებას თუ არ შევწყვეტდით, ქოლერით დაავადდებოდით. აგრეთვე მსგავსია იმ პერიოდისა, როდესაც საზოგადოებამ დაიწყო სექსუალურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა აივისგან არ დაავადებულიყო - ჩვენ შევიცვალეთ , შევეგუეთ და ვისწავლეთ თანაცხოვრება ახალ რეალობაში“.
მასალის გამოყენების პირობები






