გაიგეთ ვის ენიჭება უპირატესობა უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ რეისებზე:
ვისაც ჰქონდა ნაყიდი ქვეყანაში დასაბრუნებელი ბილეთები და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს დაბრუნება;
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირებს;
ორსულებს;
ხანდაზმულებს;
ოჯახებს მცირეწლოვანი ბავშვებით;
სტუდენტებს, რომლებსაც შეუწყდათ სტიპენდია და დაფინანსება;
პირებს, რომლებიც დარჩნენ თავშესაფრისა და პირველადი საჭიროების შესაძლებლობის გარეშე;
პირებს, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებით აპირებდნენ დაბრუნებას და საზღვრების დაკეტვის გამო ვერ შეძლეს.
საქართველოში დასაბრუნებელ ავიარეისებს სახელმწიფოს კურირებით Georgian Airways ახორციელებს. მთავრობი დადგენილებით, ბილეთების ფასი 199 ევროს არ აღემატება.
მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებითი რეისები დაინიშნა:
30 აპრილი — თბილისი-მადრიდი-თბილისი;
2 მაისი — თბილისი-პრაღა-თბილისი.
ქვეყანაში უკვე დაბრუნდა 5 540 მოქალაქე. საზღვარგარეთ კი საელჩოები და საკონსულოები დაეხმარენ 4 051 მოქალაქეს.
მასალის გამოყენების პირობები






