ამერიკული მედიის, ABC NEWS-ის ინფორმაციით, ჩერნობილში რადიაციის დონე იმატებს, რადგან ტყეში გავრცელებული ხანძარი აფეთქებული ყოფილი ბირთვული რეაქტორის სიახლოვეს მძვინვარებს. სტატიაში გამოქვეყნებულია ფოტო, რომელიც ასახავს ძალზე ახლო მანძილს ჩერნობილის დაზიანებულ რეაქტორსა და ტყეში გავრცელებულ ხანძარს შორის.
ამ დრომდე აქტიურად მოქმედებენ სახანძრო ბრიგადები, რომლებიც ცდილობენ ხანძრის კერების ლოკალიზებასა და ცეცხლის გავრცელების კონტროლის ქვეშ მოქცევას რეაქტორის გარშემო არსებულ მიმდებარე ტერიტორიაზე .
რადიაციის დონე ხანძრის სიახლოვეს საკმაოდ მომძლავრებულია. ხანძარმა წარმოშვა მოციმციმე კვამლი, რომელიც მეზობელი რეგიონებისკენ აქტიურად ვრცელდება.
კიევში ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, რადიაციის დონე ამ დროისთვის უცვლელია ქალაქში. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქარი განსაკუთრებით დიდი თავისტკივილია ამ დროისთვის აფეთქებული რეაქტორის ზონაში, რადგან ძლიერ დაბერვას შეუძლია ცეცხლის გავრცელება ატომურ ობიექტზე, სადაც ამ დროისთვის მიტოვებული ტექნიკაა დარჩენილი, რომლებიც კატასტროფის დროს გამოიყენებოდა 1986 წელს. აქვე აგრეთვე განთავსებულია განადგურებული რეაქტორისგან დარჩენილი დაბინძურებული ენერგიის წყაროები, რომლებიც რადიაციის მთავარ კერას წარმოადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები






