იგეგმება თუ არა შესაბამისი პროტოკოლის შეცვლა აჭარასა და თერჯოლაში კლინიკიდან გაწერილ პაციენტებში კორონავირუსის დადასტურების შემდეგ - ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს საკითხების შესწავლა და თუ იქნება გადაცდომები, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლი ეფექტურია, თუმცა მისი განხორციელების ხარისხს ეს არ განსაზღვრავს.
„რეგულირების სააგენტომ უკვე მომაწოდა მისი სია, თუ როგორ შეისწავლის ამ ჯაჭვს და მოკლე პერიოდში ეს ჯაჭვი და იქ არსებული ხარვეზები გახდება ჩემთვის ცნობილი, რის შედეგადაც, მე მექნება იმის საშუალება, რომ განვიხილო, როგორც პროტოკოლის ხარვეზები, ასევე იქ არსებული გადაცდომები. ამას მოჰყვება შესაბამისი ღონისძიებები, რათა მსგავსი არ განმეორდეს და მოხდეს ამის გამოსწორება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






