კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსისგან არქიმანდრიტი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 63 მღვდელმსახური
მსოფლიო - 14:47, 13 Apr, 2020     1063

კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსით უკვე 63 სასულიერო პირია ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის სამინისტროზე დაყრდნობით, ავრცელებს უკრაინული მედია.

ჟურნალისტების თქმით, ერთ-ერთი დაინფიცირებული არქიმანდრიტის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა, რომელსაც მოგვიანებით განუვითარდა პნეუმონია და იგი გარდაიცვალა. მარტში, ლავრის მიტროპოლიტმა პაველმა განაცხადა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა საკარანტინო შეზღუდვებს.

4 აპრილს, კიევო-პეჩერსკის ლავრის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება კოვიდ 19-ის ინფექციის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილში ნახსენები იყო ფაქტი იმასთან მიმართებით, რომ ზემოხსენებული ეპარქიის სასულიერო პირები დაინფიცირდნენ კორონავირუსით და მღვდლების უმრავლესობა კარანტინში იქნა მოთავსებული.

9 აპრილს კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევო-პეჩერსკოს ლავრაში უკვე 26 ადამიანი იყო დაავადებული კორონავირუსით. მიტროპოლიტი პაველი, რომელსაც აგრეთვე დაუდგინდა კოვიდ 19, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში კორონავირუსით დაინფიცირების 3102 შემთხვევა აღინიშნა, რომელთაგან 93 ფატალური აღმონჩდა. 45 ადამიანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგოამრეობაში იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42