"ნავთობის ფასებზე ომი" დასრულებულია - ოპეკმა და რუსეთმა ნავთობის წარმოების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს
მსოფლიო - 12:13, 13 Apr, 2020     1008

კორონავირუსით შექმნილი კრიზისის ფონზე ოპეკი, რუსეთი და ნავთობის მწარმოებელი სხვა ქვეყნები შეთანხმდნენ ნავთობის დღიური მოპოვების რეკორდული რაოდენობით შემცირებაზე, რაც გლობალური მიწოდების დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფასის დარეგულირებას პანდემიის ფარგლებში.

ოთხდღიანი მოლაპარაკებისა და დონალდ ტრამპის აქტიური ჩარევის შემდეგ ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც OPEC+, შეთანხმდა მაის-ივნისის ჩათვლით შეამციროს ნავთობის მოპოვება 9.7 მილიონი ბარელით დღეში. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეული იქნა კვირას ვიდეო კონფერენციაზე. აღნიშნული მოლაპარაკების ოფიციალური დადასტურება კი მოხდა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებაში.

„ჩვენ მოვახდინეთ იმ ფაქტის დემონსტრირება, რომ OPEC+ ფუნქციონირებს“ - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგიის მინისტრმა, აბდულაზიზ ბინ სალმანმა ბლუმბერგთან ინტერვიუში, რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც შეთანხმება იქნა მიღწეული.

შეთანხმების თანახმად, საუდის არაბეთი შეამცირებს ნავთობის მოპოვებას 8.5 მილიონ ბარელამდე დღეში, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია. მოლაპარაკების შედეგად, საუდის არაბეთმა და რუსეთმა დღეში 11 მილიონი ბარელი ნავთობის მოპოვებაზე განაცხადეს უარი. რეალურად კი, ოფიციალური ერ-რიადის "ნავთობის ამოღებისა და გადამუშავების" ციფრები უფრო დიდი იყო- მას შემდეგ, რაც არაბეთმა რუსეთთან ნავთობის მოპოვების დღიურ ფასებზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, სრული დატვირთვით აამუშავა ნავთობმომპოვებელი დანადგარები, სადაც რეკორდულად მაღალი მოპოვება, 12,3 მილიონი ბარელის ამოღება ხდებოდა ნავთობსაბადოებიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოებისგან- ოპეკის არსებობიდან დღემდე არ მომხდარა მსგავს მასშტაბურ შემცირებაზე შეთანხმება მწარმოებელი ქვეყნებისგან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42