აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ტვიტერის საკუთარ გვერდზე გააზიარა პოსტი, სადაც საუბარი იყო ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის გადაყენებაზე.
ტრამპმა საკუთარ სოციალურ გვერდზე კონგრესის არჩევნებში ყოფილი კანდიდატის, დიანა ლორეინის პუბლიკაცია გადააზიარა, სადაც პოლიტიკოსი ქალი ექიმი ფაუჩის გათავისუფლებას მოითხოვდა.
"ფაუჩი ჯერ კიდევ 29 თებერვალს ეუბნებოდა ხალხს, რომ სანერვიულო არაფერია და ეს არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა ზოგადად აშშ-ს საზოგადოებას"- დაწერა ლორეინმა ტვიტერზე.
„უკაცრავად, ცრუ ამბების გამჟღერებლებო, ყველაფერი ფირზეა აღბეჭდილი“ - დაწერა ტრამპმა, სადაც აღნიშნა, რომ მის მიერ დაწესებული აკრძალვა მოგზაურობაზე, იყო გადადგმული ნაბიჯი, რათა შეჩერებულიყო ვირუსი- „ მე ავკრძალე ფრენები ჩინეთთან იმაზე ადრე, ვიდრე ხალხი დაიწყებდა ამ საკითხზე საუბარს“.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს „მთავარი ექიმმა“ ფაუჩიმ კვირას CNN-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანა შეძლებდა უფრო მეტი ადამიანი გადარჩენას, თუ იგი შესაბამის პროცესს უფრო ადრე დაიწყებდა.
მასალის გამოყენების პირობები






