"მიღებული ზომებით, არ ილახება და იზღუდება ჩვენი რწმენა, ვრჩებით ჩვენს სახლებში, რათა მომაკვდინებელი ვირუსისაგან დავიცვათ თავები" - მსოფლიო პატრიარქის მიმართვა მრევლს
წმიდა და დიდ კვირასთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი, ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქი, მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა ბართლომეო მრევლს მიმართავს და წმიდა კვირაშიც სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, ასევებ აცხადებს, რომ შეზღუდვის ის ზომები, რაც მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია, არ აკნინებს რწმენას და ეკლესიის როლს.
"ახალი კორონა ვირუსის პანდემიამ შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა და საეკლესიო ცხოვრება. მორწმუნეებისათვის დაიხურა ტაძრები, საღმრთო ზიარების დაგემოვნება აკლდება მათ გრძნობით ორგანოებს, ვერ ხედავენ მათი ძმების სახეებს შეკრებისას, აკლდებიან ღვთისმოსავ (საღმრთო) მსახურებებს და საკმევლის კეთილსურნელებას.
მართლაც, ეს ყველაფერი გაუცხოების შეგრძნებას იწვევს. ვრჩებით ჩვენს სახლებში, რათა მომაკვდინებელი ვირუსისაგან დავიცვათ თავები, მაგრამ ვაკლდებით მამის სახლს, რომელსაც მართლმადიდებელები, არა მხოლოდ აღიქვამენ და განიცდიან საკუთარ სახლად, არამედ მამის სახლი, ანუ ეკლესია მართლაც მათი სახლია. თუმცა, სულის ტკივილით უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება ამ შეზღუდვების გახანგრძილევის შესახებ, რომელიც დიდ და წმიდა კვირასაც ეხება, რათა ყველა იყოთ დაცულები, გამონაკლისის გარეშე", - ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია:
რა თქმა უნდა, ვლოცულობთ სიყვარულის, ჩვენი სულისა და ხორცის მკურნალი ღმერთის წინაშე, რომ განამტკიცოს დაავადებულები, შეეწიოს ამ მძიმე საქმეში ექიმებს, მკურნალებს და ყველა იმ ადამიანებს, რომლებიც თავგანწირვით იბრძვიან ამ ნამდვილად დიდი პრობლემის მოგვარებისათვის. არნახულმა კრიზისმა დაგვანახა სიყვარულისა და სოლიდარობის ძალა და ღირებულება, რომლებიც (სიყვარული და სოლიდარობა) ადამიანურ საზომზე მაღლა დგანან და საღმრთო მადლის ბეჭედი გააჩნიათ. უნდა გავიგოთ და თანხმობა განვაცხადოთ, რომ მიღებული ზომებით, არ ილახება და იზღუდება ჩვენი რწმენა და სრულებით არ კნინდება ტაძრისა და მასში აღსრულებული საიდუმლოებების ცენტრალური როლი (ადგილი). დროებით მიღებული შემზღუდველი ზომები, არ წარმოადგენენ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებებს. ეს ყოველივე არ მოგვემართება ჩვენ, როგორც მორწმუნეებს, არამედ როგორც „ხორცშემოსილ და სამყაროში მცხოვრებ“ ადამიანებს.
მაშასადამე, ჩვენც თანმიმდევრულად ვაგრძელებთ საგანგებო ზომების განხორციელებას. ჩვენს ტრადიციაში, აღდგომა არ გახლავთ მხოლოდ ერთი «დაპატიჟებული და წმიდა დღე“. აღდგომა ეკლესიის მთელი ცხოვრებაა. აღდგომა „ეკლესიის დიდება“ და „სასუფევლის სიმდიდრეა“. აღდგომა გახლავთ მართლმადიდებლობის სრულყოფილი რწმენა, მორალი და კულტურა. ყოველი საღმრთო ლიტურგია გახლავთ აღდგომა. აღდგომა გახლავთ ყოველი სამრეკლო და ყოველი წმიდა ტაძარი.
წმინდანები, მოწამეები და წმიდა ხატები, რომელთაც კრძალულებით ვეთაყვანებით და ასევე სიყვარულისა და კაცთმოყვარების ყოველი საქმე, აღდგომის სურნელს აფრქვევენ. მორწმუნეთა ცხოვრება ყოველდღიური აღდგომაა. ვიცით თუ რას ნიშნავს აღდგომა, რადგან ვიცით რას ნიშნავს ჯვარი. ჩვენ ვართ ჯვრისა და აღდგომის ეკლესია. ჩვენ გვაქვს ჯვრის გამოცდილება და აღდგომის გემოვნება და ამიტომაც ვღაღადებთ: «აჰა ესერა ჯვარისა მიერ მოიწია სიხარული ყოველსა სოფელსა“ (ქართულში ეს ფრაზა ამგვარად ჟღერს: „აჰა ესერა მოიწია ჯვარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა“, ი.შ.).
ამგვარად, ჩემო ძმანო და დანო, ამ დიდი კვირის განმავლობაში და აღდგომის დღესასწაულზე, თქვენი პატრიარქი და ფანარის კლერიკოსები ინტენსიურად ვილოცებთ ყოველი თქვენთაგანისათვის. მართლმადიდებლობის ამ დიდ მონასტერში, სიყვარულით მოვიხსენიებთ თქვენს სახელებს ცხოველმყოფელ ბარძიმში. თქვენ ხართ „სამართალთასა მიზეზისათვის დაკლებულნი“ (ამ სიტყვებს ვხვდებით ბასილი დიდის ლიტურგიის ერთ-ერთ ლოცვაში და საუბარი ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც საპატიო მიზეზებისდა გამო, მოაკლდნენ წმიდა ევქარისტიას, ი.შ.), რომელთა გამოც ვევედრებით ღმერთს და ვამბობთ: „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხენ სამკვიდრებელი შენი“. აღდგომას არ აიღებთ „წმიდა ცეცხლს“ ლამპრებით, თუმცა იგი თქვენს გულებში გადმოიღვრება. გახსნით თქვენს გულებს აღდგომის გაბრწყინებულ ღამეს და თქვენს გულებში განათდება წმიდა ნათელი, ქრისტეს წმიდა და დიდი ეკლესიის ჩაუქრობელი კანდლიდან. „გაათავისუფლეთ თქვენი პირადი მე, თქვენი პირადი მესაგან“, რათა აღდგომილი ქრისტეს დაუღამებელი ნათლით განათლდეთ და მაშინ გახდებით თქვენც „ნათელნი სოფლისანი“, როგორც უნდოდა ჩვენს უფალს, რომ ყოფილიყვნენ ისინი, რომლებსაც სწამთ მისი და შეუდგნენ მას.
ძმანო და შვილნო, მალე გავა დრო, პანდემია დაიძლევა და ღვთის წყალობით ჭრილობებიც შეხორცდება. ვისურვებდი, რომ მოვლენების მხარეების სიღრმისეული აღმოჩენით, „კეთილი სახეცვლილების“ განცდით, ღმერთთან ერთობის ძალის გაცნობიერებით, რომელიც არის „ცხოვრება და ნათელი“, საღვთო ძღვენის - ჯანმრთელობის, სიცოცხლის, მსხვერპლის და სიყვარულის მადლისათვის, პერსონალური უფლებებისაგან განდგომის ღირებულების პატივისცემით, ყველა ერთად გამოვსულიყავით ამ კრიზისიდან.
დიდი და წმიდა კვირა იწყება. აჰა ესერა სიძე მოვალს. აჰა აღვალთ იერუსალიმად, ხოლო „იგი“ ჩამოდის, რათა ჯვარს ეცვას. დღეს ძელსა ზედა დამოეკიდების. ვუგალობთ ქრისტე შენს მაცხოვნებელ ვნებას და შენს აღდგომას ვადიდებთ. ჯვრის უკიდურეს სიმდაბლეს მოაქვს სამეუფო დიდების გამარჯვება. გისურვებთ, რომ კეთილად გევლოთ ქრისტესთან ერთად, ჯვრისა და აღდგომის ჭეშმარიტ გზაზე. მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ!", - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა