"სამწუხაროა რომ სწრაფი დიაგნოსტიკის არარსებობა გახდა ბოლო დროს კორონავირუსის გავრცელების ძირითადი მიზეზი და ამაზე პასუხისმგებლობა პირადად გახარიას ეკისრება" - გიორგი ვაშაძე
COVID-19 - 18:15, 12 Apr, 2020     734


"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბაღდათში კორონა ვირუსის დადასტურებულ ფაქტს ეხმაურება და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები მოქალაქეებს ტესტს არ უკეთებენ და მათ სახლებში გზავნიან, მიზეზად კი პროტოკოლით გათვალისწინებული სიმპტომები არ არსებობას ასახელებენ.
ვაშაძის თქმით ჩვენ კვლავ ვდგავართ ეპიდ აფეთქებისა და შიმშილის საშიშროების წინაშე, რაც გახარიასა და მთავრობის არასწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო ხელისუფლებამ კორონა ვირუსთან ბრძოლაში არასწორი გზა აირჩია, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ
"სამწუხაროა რომ სწრაფი დიაგნოსტიკის/ტესტირების არარსებობა გახდა ბოლო დროს კორონავირუსის გავრცელების ძირითადი მიზეზი და ამაზე პასუხისმგებლობა პირადად გახარიას ეკისრება. კორონა ვირუსი ბაღდათშიც დადასტურდა! მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, კლინიკაში იყო მისული, თუმცა მას ტესტი არ გაუკეთეს და სახლში გაუშვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამედცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას იმ ეტაპზე პროტოკოლით გათვალისწინებული სიმპტომები არ აღენიშნებოდა, რის გამოც ტესტს ვერ ჩაუტარებდნენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პირებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ ტესტებს არ უკეთებენ. ქობულეთი, ვანი, ბათუმი თემქა, ეს იმ ტერიტორიების არასრული ჩამონათვალია, სადაც გამოვლენილი შემთხვევები ადასტურებს, რომ ადამიანები მიმართავენ ექიმებს მათ კი არ აქვთ დიაგნოსტირების შესაძლებლობა. ჩვენ კვლავ ვდგავართ ეპიდ აფეთქებისა და შიმშილის საშიშროების წინაშე, რაც გახარიასა და მთავრობის არასწორი ნაბიჯების შედეგია. მათ მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად დღემდე არ გვაქვს დიაგნოსტირების საშუალება. მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანას რამდენიმე ათასი ტესტი უკვე აქვს და თუ ასეა მაშინ რატომ არ ატარებენ დიაგნოსტირებებს/სწრაფ ტესტირებებს?!ეს არის სწორედ არასწორი მენეჯმენტის შედეგი. ერთი თვის წინ, როცა ტესტირების აუცილებლობაზე დავიწყეთ საუბარი, გახარიამ და მთავრობამ კრიტიკა დაგვიწყო და საკუთარი ტროლ ბოტები მოგვისიეს, ეხლა კი ყველა თანხმდება რომ საჭიროა, მაგრამ ტესტები არ გვაქვს, როგორც ჩანს. ვეკითხები გახარიას რატომ? კიდევ ფიქრობ რომ არ არის საჭირო?სამწუხაროა მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში არასწორი გზა აირჩია, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ" - გიორგი ვაშაძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42