კორონავირუსით ინფიცირებულთა 85-90% საავადმყოფოში მკურნალობას არ საჭიროებს - აშშ-ში მოღვაწე რეანიმატოლოგი ბექა ბახტაძე
COVID-19 - 17:28, 12 Apr, 2020     751

აშშ-ში მოღვაწე რეანიმატოლოგმა, ბექა ბახტაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში კორონავირუსზე ისაუბრა.

მედიკოსის განმარტებით, თუ პაციენტთან არსებული სიმპტომები არ საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას, მკურნალობისთვის საუკეთესო ადგილი არის სახლი და თვითიზოლაცია.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტთან PCR-ტესტით უარყოფითი შედეგი მომივიდა, მაგრამ მქონდეს მაღალი კლინიკური ეჭვი, რომ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსი, მას მაინც როგორც ინფიცირებულს, ისე ვუმკურნალებ და ტესტს გავიმეორებ. ჩვენ გვქონდა რამდენიმე ასეთი შემთხვევა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის კლინიკური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, PCR-ტესტი გეხმარება დიაგნოზის დადგენაში, მაგრამ თუ არ გაქვს იმის ახსნა, რა ხდება, ეს აუცილებელია. ჯერჯერობით მსოფლიო ამ დაავადების გამოვლინებას სწავლობს. ყველა პაციენტს არ აქვს სუნთქვის უკმარისობა და კლინიკური სურათი, მაგრამ, როგორც წესი, თუ კლინიკური ეჭვი მაღალია, პაციენტს, როგორც ინფიცირებულს ვმკურნალობ. თუ პაციენტთან არსებული სიმპტომები არ საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას, მკურნალობისთვის საუკეთესო ადგილი არის სახლი და თვითიზოლაცია. ადამიანების 85-90%-ში ეს დაავადება მიმდინარეობს მინიმალური სიმპტომებით. ამ ადამიანების კლინიკაში მიმართვიანობა რომ წარმოვიდგინოთ, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ამისთვის არსებობს ტელემედიცინა, როდესაც ხდება პაციენტისგან აუცილებელი ინფორმაციის შეგროვება, რის შემდეგაც მე შემიძლია მივიღო გადაწყვეტილება, უნდა მივიდეს ის საავადმყოფოში თუ არა“, - განაცხადა ბექა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42