საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ „ტოცილიზუმაბი“ გამოიყენეს, შემთხვევამ აჩვენა, რომ შესაძლოა, ის სასარგებლო გამოდგეს მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ
COVID-19 - 10:03, 12 Apr, 2020     1033

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი „კოვიდ-19“-ის დროს „ტოცილიზუმაბის“ წარმატებული გამოყენების შემთხვევაზე ინფორმაციას ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებში გრძელდება კლინიკური კვლევები COVID-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანი მედიკამენტის დასადგენად.

„მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იმედისმომცემია Tocilizumab (Actemra), რომელიც წარმოადგენს მონოკლონურ ანტისხეულებს IL-6-ის მიმართ და შეუძლია, სერიოზული გავლენა მოახდინოს ე.წ. ციტოკინურ შტორმზე, რომელიც თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს COVID-19-ის პათოგენეზში და ამ გზით გააუმჯობესოს დაავადების გამოსავალი.

2020 წლის 26 მარტს აშშ სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გასცა რეკომენდაცია (approval) „ტოცილიზუმაბის“ COVID-19-ით პაციენტებში კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაზე.

საქართველოში „ტოცილიზუმაბი“ გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის (მოზრდილებში) და იუვენილური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისი განმარტებით, „​ტოცილიზუმაბი“ ძლიერმოქმედი პრეპარატია, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენებები, უკუჩვენებები, შეზღუდვები და მისი არასწორი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა, გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა.

„ამიტომ, „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით პაციენტებში, როდესაც სხვა მედიკამენტებით მკურნალობა ნაკლებეფექტიანია. ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი დონის კლინიკებში, გამოცდილი სპეციალისტების გადაწყვეტილებით და მეთვალყურეობით.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში ა.წ. 25 მარტს შემოვიდა პაციენტი – ე.ბ., ქალი, 41 წლის, COVID-19-ის დიაგნოზით (პაციენტი მანამდე ბინაზე მკურნალობდა სამი დღის განმავლობაში). შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, მოთავსდა რეანიმაციის ბლოკში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების თაობაზე. პროტოკოლის მიხედვით გაკეთდა პრეპარატის ორჯერადი გადასხმა 12-საათიანი ინტერვალით, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა და ლაბორატორიული მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მოკლე დროში შესაძლებელი იქნება მისი კლინიკიდან ბინაზე გაწერა (რა თქმა უნდა, SARS-CoV-2 ზე პჯრ კვლევით ორი უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ).აღნიშნული შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ „ტოცილიზუმაბი“ შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42