იმ ფონზე, რომ იტალიის მთავრობა იბრძვის ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად, იტალიური მაფია ადგილობრივი მოსახლოებაში დიდი მოწონებითა და მხარდაჭერით სარგებლობს, რისი მიზეზიც გახდა ის, რომ მაფიოზები აქტიურად აწვდიან გაღარიბებულ მოქალაქეებს საკვებსა და პირველადი დახმარების მედიკამენტებს სრულიად უფასოდ. ამის შესახებ წერს ბრიტანული GUARDIAN-ი.
სტატიაში ნათქვამია, რომ მაფიის ოჯახები და ბანდები აწვდიან უმნიშვნელოვანეს პროდუქტებსა და საქონელს კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფონზე დაზარალებულ სამხრეთის ისეთ რეგიონებს, როგორიცაა კამპანია, კალაბრია, სიცილია და პუგლია.
კატანძაროს პროვინციის პროკურორის, ნიკოლა გრატერის მტკიცებით, მაფიის ბოსებს ღარიბი მოსახლეობის თვალში გმირად წარმოჩენა სურთ, თუმცა კარანტინის დასრულების შემდეგ ისინი მოსახლეობას სავარაუდოდ თავიანთ სამსახურში სთხოვენ ჩადგომას ან მათთვის სასურველი პოლიტიკოსებისთვის ხმის მიცემას.
მასალის გამოყენების პირობები






