გამოცემა, DAILYSTAR-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში აზიური გიგანტური კრაზანების შემოსევისთვის ემზადებიან. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია მწერის იმ სახეობაზე, რომელსაც შეუძლია გამანადგურებელი გავლენის მოხდენა ბრიტანულ გარემოზე- ამ მწერებს წინასწარი გათვლებით ყოველწლიურად 7.6 მილიონი ფუნტის ზარალის მოტანა შეუძლია ეკონომიკაზე.
ჟურნალისტების თქმით, აღნიშნულ კრაზანას მხოლოდ ერთი კბენით შეუძლია შხამის სახით გამოიწვიოს ალერგია ადამიანში, რაც ფატალური შემთხვევის გამომწვევი შესაძლოა, გახდეს.
გიგანტური აზიური კრაზანა სიგრძეში 6 სანტიმეტრს აღწევს. გამოცემის მტკიცებით, მწერები ჩინეთიდან საფრანგეთში 2004 წელს ჩაიტანეს, საიდანაც ისინი ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდნენ. აღნიშნულ კრაზანას შეუძლია უმძიმესი დარტყმა მიაყენოს თაფლის წარმოებას ბრიტანეთში, რადგან ზემოხსეენებული მწერების ძირითადი მსხვერპლის ობიექტს წარმოადგენენ ფუტკრები.
ფრანგული მედიის თქმით, ქვეყანაში ყოველ წელს 60-იდან 80 კილომეტრის რადიუსში ვრცელდებიან აზიური კრაზანები.
მასალის გამოყენების პირობები






