დონალდ ტრამპი აანონსებს სავიზო სანქციებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის პირობებში უარს იტყვიან თავისი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე დაკავშირებულ მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერა.
„სახელმწიფოები, რომლებიც აჭიანურებენ თავისი მოქალაქეების სახლშ დაბრუნების პროცესს, მიჩნეულნი იქნებიან შეუსაბამო ჯანმრთელობის რისკის გამომწვევად ამერიკელებისთვის“ - განაცხადა ტრამპმა. ზემოხსენებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ტრაპმა თავის პრესკონფერენციაში განმარტა, რომ საფრთხის მატარებელი უცხო მოქალაქეების ევაკურება მათივე ქვეყნების პატრონაჟით თუ არ მოახდება შტატებიდან, ოფიციალური ვაშინგტონი ვიზას მათთვის აღარ გასცემს.
თუ ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი დაადგენს, რომ რომელიმე სახელმწიფო უარს ამბობს ემიგრანტების მიღებაზე, აფერხებს ან აყოვნებს ოპერაციებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის, მაიკ პომპეომ შვიდი დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს სანქციების დაწესების გეგმა.
მასალის გამოყენების პირობები






