კავკასიის მედიცინის ცენტრი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ქართველი ემიგრანტების მხარდასაჭერად და მობილურ აპლიკაცია EKIMO-სთან თანამშრომლობით შექმნილ დისტანციურ სამედიცნო სერვისებს სთავაზობს
COVID-19 - 16:04, 10 Apr, 2020     437

მსოფლიოში შექმნილი საკარანტინო და საიზოლაციო რეჟიმის პერიოდში ადამიანებს გეგმიურ სამედიცინო მომსახურებებზე შეზღუდული წვდომა აქვთ. სწორედ ამიტომ, კავკასიის მედიცინის ცენტრმა (Caucasus Medical Centre), მობილურ აპლიკაცია EKIMO-სთან პარტნიორობით შექმნა ქართველი ემიგრანტების საჭიროებაზე მორგებული პროდუქტი. დისტანციური სამედიცინო სერვისით სარგებლობა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს 24 საათიან რეჟიმში შეეძლებათ. მათთვის ოჯახის ექიმის მომსახურება უფასო იქნება, ხოლო სხვა სპეციალისტებთან ისინი მომსახურებას სიმბოლურ ფასად მიიღებენ. პაციენტების დისტანციური მართვა მაღალი სამედიცინო სტანდარტების დაცვით განხორციელდება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას და საფუძვლიან მონიტორინგს გულისხმობს.

საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს საშუალება აქვთ დისტანციური სამედიცინო სერვისი მობილური აპლიკაცია EKIMO-ს გამოყენებით მიიღონ, რომელიც მომხმარებლებს სასურველი ექიმის შერჩევას და რეზერვაციას გაუმარტივებს. ასევე მათთვის, ვისაც სურს ოჯახის ექიმთან სატელეფონო ჩაწერა, 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს ნომერი (+995) 595 44 44 84. რეზერვაციის შემდეგ ექიმი პაციენტებს თავად დაუკავშირდება.

ევექსი ჰოსპიტლების ქსელში არსებული მრავალპროფილური კავკასიის მედიცინის ცენტრი (Caucasus Medical Centre) მაქსიმალურად შეეცდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება დისტანციურად გაუწიოს თანამემამულეებს, რომლებიც არსებულ მდგომარეობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან და გარკვეული მიზეზების გამო შესაძლოა ვერ ახერხებენ საჭირო პროფილის ექიმისგან სამედიცინო დახმარების მიღებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42