6 აპრილს.რუსეთის ქალაქ უფაში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა პაციენტი, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი და პნევმონია აღენიშნებოდა. გარდაცვალების მიზეზად დასახელებული იყო "ტვინის იშემიური ინფარქტის ფონზე განვითარებული სისხლჩაქცევა". თუმცა, გაკვეთისა და შესაბამისი ანალიზის შედეგად, გარდაცვალებულს COVID-1-ი ჰქონდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ საავადმყოფოს რამდენიმე თანამშრომელი პნევმონიით დაავადდა. საავადმყოფო სასწრაფოთ ჩაკეტეს, ასობით თანამშრომელთან და პაციენტთან ერთად.
ტესტირების შედეგად 10 აპრილის მონაცემებით კორონავირუსით 170 ექიმი და პაციენტია დაავადებული.
"მთელი მედპერსონალი, ეს კი 100-ზე მეტი ადამიანია, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩაკეტეს. გამოცხადდა კარანტინი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მუქარით ყოველგვარი გადაადგილება აიკრძალა. ამასთან, ექიმებს არ ჰქონდათ საკვები და ღამის გასათევი ადგილიც კი, ადმინისტრაცია კი ფანჯრიდან გაიპარა," - განუცხადა "Эхо Москвы"-ის ერთერთმა იურისტმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
აღსანიშნავია, რომ ბაშკირეთში კორონავირუსით გარდაცვლილ კიდევ ორ პაციენტს მიზეზად ასევე სხვა დაავადება უწერია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანალოგიური ხდება რუსეთის სხვა ქალაქებშიც.
მასალის გამოყენების პირობები






