ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ჟურნალისტები სოციალური დისტანცირების წესს იცავენ და ამ დროისთვის ისინი აგრესიული ტესტირების სამიზნე ჯგუფის ჩამონათვალში არ შედიან.
რაც შეეხება ჯარსა და პოლიციას, მინისტრის განცხადებით თერმოსკრინინგი, ასევე დაკვირვება მუდმივად მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში, მათი სკრინინგი და ტესტირება გაგრძელდება.
„ჟურნალისტების თემით დავიწყებ. ამ ეტაპზე, ჟურნალისტებთან სოციალური დისტანცირება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ისინი ამ ეტაპისთვის ამ ჯგუფში არ მოიაზრებიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამ შემთხვევებსაც განვიხილავთ.
რაც შეეხება ჯარსა და პოლიციას, ჯარში და პოლიციაშიც ტესტირება – მათი, როგორც თერმოსკრინინგი, ასევე დაკვირვება მუდმივად მიმდინარეობს. ისევე, როგორც ექიმებში, ასევე ჯარსა და პოლიციაში საჭიროების შემთხვევაში მათი სკრინინგი და ტესტირება გაგრძელდება“ , – განაცხადა ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






