გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში - იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური ჯერ არ არის.
წულუკიანი აცხადებს, რომ როდესაც არსებული საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლის დრო მოახლოვდება, გაგრძელებაზე მსჯელობაც იქნება უფრო აქტიური.
„ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა არის ვადიანი, ამ ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად რა თქმა უნდა მსჯელობა იქნება კიდევ უფრო აქტიური, , რადგან უკვე გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ვადა ჯერ კიდევ აქვს, როგორც კი ვადის გასვლის დრო მოახლოვდება რა თქმა უნდა მსჯელობაც იქნება უფრო აქტიური და გადაწყვეტილება იქნება მიღებული ორი ფაქტორის გათვალისწინებით ეს არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სადაც ჩვენ პროფესიონალების აზრს გავითვალისწინებთ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა და შემდეგ უკვე სხვადასხვა უწყების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებები და საჭიროებები. აქ მხედველობაში იქნება მიღებული იმ კონკრეტულ დღეს საზოგადოების ქცევის მდგომარეობასაც, ვინაიდან საზოგადოების და თითოეული ჩვენი ქცევა არის მხედველობაში მიღებული, როდესაც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს. თუ ყველა წესებს უმკაცრესად იცავს იქ შეიძლება მთავრობას ერთგვარი მიდგომა ჰქონდეს, თუ კი წესებს მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილი იცავს, გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სხვაგვარი. ეს დრეს მხოლოდ არის ვარაუდები, სპეკულაციები. მთავარი, რაც შეგვიძლია დღეს ვთქვათ არის ის, რომ რა თქმა უნდა აქტიური და ყოვლისმომცველი მსჯელობა შედგება როგორც კი ვადის ამოწურვასთან გვექნება საქმე და ეს დღე ჯერ არ დამდგარა“, - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






