ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალი გაშლილია ყველგან, სადაც საჭიროა.
მისი თქმით, დამატებითი საჭიროების შემთხევაში მათი რაოდენობაც გაიზრდება.
"ყველა იმ რეგიონში, სადაც იყო საველე ჰოსპიტალის გაშლის საჭიროება, ჩვენ ისინი გავშალეთ. შემდგომში, სადაც ეს საჭირო გახდება, საველე ჰოსპოტლებს ასევე გავშლით. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ საქართველოში ჰოსპიტალური განვითარების ქსელი და ვმოქმედებთ წლების მანძილზე ჩამოყალიბებული მოცემულობიდან და საწოლ-ფონდის რესურსიდან გამომდინარე.
ჩვენ გამოყოფილი გვაქვს ის სუსტი წერტილები, რომელიც საქართველოში რამდენიმე გვაქვს. ეს რეგიონები გაძლიერდება როგორც ადგილზე ცხელების ცენტრებად საველე ჰოსპიტალების გაშლით, ასევე მოხდება პაციენტების გადაყვანა მეზობლად მდებარე რეგიონებში, სადაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, როგორც საწოლ ფონდის მოცულობით, ასევე სასუნთქი აპარატებისა და სპეციალისტების მობილიზების მხრივ" - თქვა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






