საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი ოცი დღის წინ, სტამბოლში დაუდასტურდა, თურქეთიდან დღეს სამშობლოში ჩამიოიყვანენ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებიდან ირკვევა, საქართველოს მოქალაქეს მეზობელი სახელმწიფოდან რეანომობილით გადმოიყვანენ.
"დღეს, ქ. სტამბოლიდან, საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სტამბოლში კორონავირუსი დაუდგინდა და 20 დღის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, სამშობლოში ბრუნდება.
მოქალაქის სტამბოლიდან გამომგზავრება რეანომობილით მოხდება და საქართველოში ის შესაბამის კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების ფონზე, საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და შესაბისი უწყებების ძალისხმევით, ამ ეტაპზე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.
საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში."- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






