სახალხო დამცველი პირბადეების ტარების თემაზე საკუთარ მოსაზრებას "ფეისბუქზე" აქვეყნებს და წერს, რომ მათი ტარება სავალდებულო თუ არა, მკაცრად რეკომენდირებული მაინც უნდა იყოს.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როცა ჯანმრთელი ადამიანიც კი, შესაძლოა, ვირუსის პოტენციური გამვრცელებელი იყოს, პირბადის ტარება მიზანშეწონილია:
"მოკლედ, დიდი კამათია მსოფლიოში, გვიცავს თუ არა პირბადე დავირუსებისგან. ექსპერტები ამბობენ, რომ ის მხოლოდ დაავადებულმა და არა ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა ატაროს, რათა სხვებს არ გადასდოს. ამ ლოგიკითაც კი, იმ ვითარებაში, როდესაც გვეუბნებიან, რომ თითოეული ადამიანი დღეს ვართ ვირუსის პოტენციური გამავრცელებლები, მაშინ ყველამ სავალდებულო წესით უნდა ვატაროთ პირბადე სხვების დასაცავად და თუ ყველანი ვატარებთ, ვირუსის გავრცელებაც ნაკლები იქნება. არა?
ამიტომ, მგონია, რომ პირბადეების ტარება სავალდებულო თუ არა, მკაცრად რეკომენდირებული უნდა იყოს. ეს სავარაუდოდ იმიტომ არ ხდება, რომ კიდევ უფრო დიდი დეფიციტი არ შეიქმნას ბაზარზე (ყოველ შემთხვევაში, ანტონი ფაუჩიმ ერთ-ერთ ინტერვიუში დეფიციტით ახსნა, რატომ არ იყო მათი თავდაპირველი რეკომენდაცია ამერიკელებისადმი პირბადის ტარების სავალდებულო ხასიათი)", - წერს ნინო ლომჯარია.
მასალის გამოყენების პირობები






