სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები შევიდა, რომლის ხარისხიც კრიტიკის საგანი გახდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით დონერიანი ახალ პირბადეებს, პირბადის იმიტაციას უწოდებს და წერს, რომ ქირურგიულ ნიღაბს ძაფები აქა-იქ სცვივა.
"საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის სამედიცინო პირბადე, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და NLI დარიგებული პირბადე VS ქართული წარმოების "უმაღლესი ხარისხის" "მრავალჯერადი გამოყენების" პირბადე...
ნაია თურნავამ განაცხადა პირბადეების წარნოებაზე 16 მარტს - პირველი პარტია დააანონსა 1 კვირის ვადაში!
კალენდარზეა 9 აპრილი - დღეს პირველად გამოჩნდა გაყიდვაში პირბადის იმიტაცია! დიახ იმიტაცია - 10 შრიანი ბინტი, რომელსაც ძაფები აქა-იქ სცვივა!
რამოდენიმე დღის წინ - ნიკოლოზ მჟავანაძემ "ზედმეტად ობიექტურ" TV-ობიექტივზე დააბრალა ფარმაცევტები, რომ ისინი აძლევენ მიხეილ სააკაშვილს - ანუ არ იშვება ქალაქში და აქვს პირბადე Saakashvili Presidential Library და მიხეილ სააკაშვილს!
კაცმა Mikheil Saakashvili დევნილობაში ხაზს ვუსვავ უფასოდ დაურიგა მოსახლეობას 100-ჯერ ბევრად უკეთესი პირბადე და ბევრად დროულად - როდესაც დეფიციტი იყო! თქვენ კი - 1 თვეში რაღაც ბინტი შესთავაზეთ - 1 ლარი უჯდებაო სახელმწიფოს, მაგრამ 50 თეთრად გაიყიდებაო!
არ ვსაუბრობ განზრახ ემიგრანტების ჩამოყვანის საკითხზე... ქართული (ქურდული), სინამდვილეში რუსული ოცნება ასპონსორებს 5000 მოქალაქის ჩამოყვანაზე - კაცო 5 რეისშ 150-180 კაცით როგორ მიიღეთ 5000? - ბილეთების შავი ბაზარი - კიდევ ერთი თქვენი დანაშაული! სააკაშვილმა შემოგთავაზათ უკვე 2 კვირაა ხაზს ვუსვავ ემიგრანტების უფასო ჩამოყვანა - თქვენ ჭორაობას უწოდებთ!
სორცხვილია, ეს პირბადის იმიტაცია (წარმოდგენაც მზარავს - რამდენ ძაფად დაიშლება გარეცხვის შემდეგ) დაიცავს ვირუსისგან?!
მასალის გამოყენების პირობები






