პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 112-ში ვიზიტის შემდეგ ტელემედიცინის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრემიერმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე თუ ისინი თავს შეუძლოდ იგრძნობენ აუცილებლად მაშინვე დარეკონ 112-ში
„ტელემედიცინა არის ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე აძლევს მოქალაქეს საშუალებას მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ მიმართოს სტაციონარს. და თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა, ეს არის COVID 19 თუ ეს არის სხვა რამ და აქედან უკვე გადანაწილდება სტაციონარებში. ეს გვაძლევს საშუალებას ის 9 სტაციონარი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილია დღეს COVID 19-ის საწინააღმდეგოდ საბრძოლველად, იყოს ზუსტად, მიზნობრივად დატვირთული. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მინდა ყვეალს მოვუწოდო თუ სიცხე გაქვთ, თავს შეუძლოდ გრძნობთ, მაშინვე დარეკოთ 112-ში“, - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






