ეპიდემიოლოგთა და მკვლევართა აზრით, კორონავირუსის ნაწილაკები ჰაერში რამდენიმე წუთის განმავლობაში რჩება. არსებობს საშიშროება, რომ ხალხმრავალ ადგილებში ინფიცირებულის მიერ ხველების შემთხვევაში გამოფრქვეული ვირუსული ნაერთებით შესაძლოა, დაინფიცირდეს სრულიადნ ჯანმრთელი ადამიანიც კი. ამის შესახებ სტატიას მკვლევარებზე დაყრდნობით, აქვეყნებს FOXNEWS-ი- „ წინასწარი კვლევები გვაჩვენებს, რომ აეროზოლური ნაწილაკები, რომლებიც ვირუსს ატარებენ ჰაერში იმაზე მეტ ხანს რჩება, ვიდრე ეს თავიდანვე იყო ცნობილი- ამიტომ მნიშნველოვანია თავი ავარიდოთ გადატვირთულ საჯარო დახურულ სივრეებს“ - ნათქვამია ეპიდემიოლოგების განცხადებაში.
აშშ-ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თქმით, ადამიანებმა მკაცრად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების რეკომენდაციები აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში. უწყების განცხადებით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა ატაროს პირბადე, რათა დაავადების გავრცელების პრევენცირებას შეუწყონ ხელი.
კვლევა მომზადდა ფინეთის აალტოს უნივერსიტეტის, ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტისა და VTT-ს ტექნიკური კვლევითი ცენტრის მიერ. ექსპერტებმა შეისწავლეს, თუ რაოდენ პატარა აეროზოლური ვირუსული ნაწილაკები გამოიყოფა რესპირატორული ტრაქტიდან დაცემინების, ხველებისა და საუბრის დროს.
მკვლევართა განცხადებით, როდესაც ინფიცირებული ადამიანი მეორე ჯანმრთელ ადამიანს ეკონტაქტება ან სრულიად შემთხვევით მასთან ახლოს ჩაივლის , ამ პროცესში კი დაავადებული ახველებს, საუბრობს ან თუნდაც აცემინებს, საკმარისია ინფექციის გავრცელებისთვის მხოლოდ რამდენიმე წამიც კი.
მასალის გამოყენების პირობები






