თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ახალი კორონავირუსის დადასტურებული 6 ახალი შემთხვევებიდან არცერთი არ არის შიდა გავრცელება, ყველა წყარო ცნობილია.
ეზუგბაია ამბობს, რომ 3 შემთხვევა იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა, 3 კი, თბილისში.
„დღეს დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა, შესაბამისად, ჯამში გვაქვს 214. ახალი 6 შემთხვევიდან 3 არის იმერეთის რეგიონის, ქუთაისში არიან გადაყვანილი და 3 თბილისის. არც ერთი არ არის შიდა გავრცელება როგორც ჩემთვის არის ცნობილი. წყარო არის ცნობილი.
ამ დროისთვის 33 პაციენტი გვყავს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მძიმე პნევმონიით გვყავს 7 პაციენტი, 2 ამათგან არის უფრო მძიმე, მიუხედავად მკურნალობისა დაავადება პროგრესირებს მაგრამ ძალიან აგრესიულად არა და იმედი გვაქვს, რომ მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება. დანარჩენი 5 პაციენტი ფასდება როგორც მძიმე შემთხვევა, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






