საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში რჩება
COVID-19 - 19:07, 08 Apr, 2020     536

თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში რჩება.უწყების ინფორმაციითვე, ყველა სამხედრო ნაწილში უსაფრთხოების უმაღლესი ნორმები მოქმედებს, ამ დრომდე შეზღუდულია ქვედანაყოფებში შესვლა და გამოსვლა.

"საქართველოს თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყაზარმული მდგომარეობა გრძელდება. ყველა სამხედრო ნაწილში უსაფრთხოების უმაღლესი ნორმები მოქმედებს, ამ დრომდე შეზღუდულია ქვედანაყოფებში შესვლა და გამოსვლა. თავდაცვის ძალები საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით გათვალისწინებული წესებით ხელმძღვანელობს. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება საცხოვრებელი ყაზარმები, სასადილოები და სველი წერტილები.

ეპიდემიის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გადაადგილების კონტროლის პუნქტების მორიგეობიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეები დისლოკაციის ადგილებზე შესვლამდე მუდმივ რეჟიმში გადიან თერმოსკრინინგს, უტარდებათ ფორმისა და აღჭურვილობის დეზინფექცია, შემდეგ კი, ურიგდებათ ხელთათმანები და პირბადეები. ქვედანაყოფებში შესვლამდე სპეციალური ხსნარებით დეკონტამინაცია უტარდება სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებსაც.

საქართველოს ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების დღიდან სამხედრო მოსამსახურეები 24-საათიანი გრაფიკით ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ საგუშაგოებზე მორიგეობენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ ბლოკპოსტებიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს ნაწილებში დასვენებისა და განტვირთვისთვის ყველა პირობა შეუქმნა. თავისუფალ დროს მათ მაგიდის ჩოგბურთითა და კომპიუტერული თამაშებით სარგებლობაც შეუძლიათ.

გადაადგილების კონტროლის პუნქტზე ამოცანის შესრულებამდე სამხედრო მოსამსახურეებს დისლოკაციის ადგილზე ყოველდღე უტარდებათ სპეციალური ინსტრუქტაჟი. სამხედრო ნაწილის დატოვებამდე კიდევ ერთხელ მოწმდება მათი ეკიპირებაც. შემდეგ კი, ჯარისკაცები გადაადგილების კონტროლის პუნქტებზე ინაცვლებენ და სამართალდამცავებთან ერთად იწყებენ ავტოსატრანსპორტო მოძრაობის კონტროლსა და დეზინფექციას, მგზავრებს კი, ჯანმრთელობის პირველად შემოწმებას უტარებენ." - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42