პოლიცია ეკლესიაში არ შეიჭრება, მრევლის ქეჩოთი გამოყვანა არაა მისი მიმართულება - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
წულიკიანის თქმით, კანონი ყველასთვის ერთია და ეს კარგად ჩანს ღამით, როცა სასულიერო პირებიც ჯარიმდებიან კომენდანტი საათის დარღვევის გამო, თუმცა,როგორც წულიკიანი აღნიშნავს, პოლიციის ეკლესიაში შეჭრა დაუშებელია.
"პირდაპირ თქვით, საით მიგყავთ საუბარი, გინდათ დასვათ კითხვა, უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? ტრენდი გაქვთ ის, მე რასაც გატყობთ, რომ პოლიციას უბიძგოთ, შეიჭრას ეკლესიაში... თქვენ არ უნდა მოუწოდებდეთ არავის, რომ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში... თქვენ გინდათ, რომ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში, ეს არ მოხდება.
ღამით ჩანს, რომ ანაფორიანიც ჯარიმდება და უანაფოროც. ციფრები გუშინ იყო შედარებით უკეთესი იმიტომ, რომ წინა ღამეებზე მართლაც იყო პოლიციის მხრიდან ყველანაირი ლმობიერების გარეშე სანქციების გამოყენება.
თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი პოლიციიდან, ეს არ არის ამ წუთში პოლიციის მიმართულება, არც უნდა იყოს და ეს სწორია. კანონი წერია, კანონი იხსნება და ამ კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს" - თქვა იუსტიციის მინისტრმა რუსთავი 2-ზე ჩართვისას.
მასალის გამოყენების პირობები






