რატომ არის კორონავირუსი ზოგიერთი ადამიანისთვის ფატალური, ზოგისთვის კი უსიმპტომო
COVID-19 - 17:39, 08 Apr, 2020     1520

Covid-19-ის შესახებ ინფორმაციას უკვე ბევრი ადამიანი ფლობს. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის თუ როგორი სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს. თუმცა ზოგიერთი ინფიცირებული ვერც კი ხვდება, რომ ის ვირუსის მატარებელია, რადგან სიმპტომები საერთოდ არ აქვს ან შეუმჩნეველია, ხოლო ზოგი კი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.

ამ წუთისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 1 447 904 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც გარდაცვლილია 83 412, გამოჯანმრთელებული 309 183 ადამიანი. აქტიურ შემთხვევებში კრიტიკულ მდგომარეობაში ინფიცირებულთა 5%-ია, რაც 47 994-ია. ე.წ დახურულ შემთხვევებში კი გარდაცვლილია 21%, ანუ 392 595 დასრულებული შემთხვევიდან გარდაიცვალა 83 412 ადამიანი, ხოლო 309 183 გამოჯანმრთელდა.

ფაქტია, რომ ახალი კორონავირუსი სხვადასხვა ადამიანებზე განსხვავებულად მოქმედებს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში პრინც ჩარლის, რომელიც 71 წლისაა სიმპტომები მსუბუქ ფორმაში გამოუვლინდა, მსახიობ ილდრის ელბას, რომელიც 47 წლისაა სიმპტომები არ ჰქონია, თუმცა ტესტი პოზიტიური იყო. ამასთან, უხილავმა მტერმა დიდ ბრიტანეთში 6 157 ადმიანის სიცოცხლე დაასრულა, მათ შორის 5 წლის ბავშვის, ხოლო 1 559 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა მთავარ ფაქტორადაა მიჩნეული. სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 70 წელს გადაცილებული პირები, ორსულები, სიმვსივნით დაავადებულები, გულის დაავადების მქონე პირები, ასთმიანები რისკის მატარებლები არიან.

კიხთვაზე, თუ რატომ მოქმედებს განსხვავებულად კორონავირუსი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ექიმი ოტო იანგი პასუხობს: „მარტივი პასუხია, ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები. თუმცა დიდი რისკის მატარებლები არიან დიაბეტით დაავადებულები, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადების მატარებელი პირები, ფილტვის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები და ასაკოვანები.“

არსებობს მოსაზრება, რომ თამბაქოს მოხმარება, კვებასთან დაკავშირებული სტატუსი: მაკრონუტრიენტებისა და მიკრონუტრიენტების დონე, მედიკამენტები, სხეულის ინდივიდუალური მდგომარეობა და გენეტიკა მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42