"მიმდინარეობს საკითხზე სამედიცინო მოკვლევა"- ქობულეთის კლინიკა, სადაც კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობდნენ, დაკეტეს -
COVID-19 - 15:45, 08 Apr, 2020     897
ქობულეთის კლინიკა, სადაც კოვიდ 19-ით ინფიცირებულ ქალს მკურნალობდნენ დაიკეტა. როგორც ირკვევა, ამავე კლინიკაში იყო მოთავსებული პაციენტის მამა, თუმცა ის კლინიკიდან ისე გაწერეს, რომ მისთვის კორონავირუსზე ტესტი არ გაუკეთებიათ. მამაკაცი კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს, თუმცა ექიმებს კორონავირუსზე ეჭვიც კი არ შეპარვიათ.
კლინიკაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომლებიც ადგეგენ ჰქონდა თუ არა ადგილი ექიმების დაუდევრობას, რამაც კონტაქტები გაზარდა და ეპიდაფეთქება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ სწორედ მამა-შვილის კლასტერს წარმოადგენს ქობულეთში დადასტურებული 5 ახალი შემთხვევა. ამ დროსთვის 60 წლამდე ქალის 37 კონტაქტია გამოკვეთილი.

კლინიკაში იმყოფებიან ეპიდემიოლოგები, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე.

ნიჟარაძის განცხადებით, მიმდინარეობს ვიზიტებისას ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი მედიკოსების იდენტიფიკაციის პროცესი. ამასთან მისი თქმით, მიმდინარეობს საკითხზე სამედიცინო მოკვლევაც.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, 60 წლის ქალის ახლობლებს ბიოლოგიური კვლევა ჩაუტარდათ და 16 პირიდან 5-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნულ კლინიკაში, ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

როგორც გაირკვა, ქალის დაინფიცირების წყარო არ არის ცნობილი.

„მამა ქობულეთში ცხოვრობს, ინფიცირებულთაგან სამი პირია, რომელიც ქობულეთში მამის სამეზობლოდან არიან. 60 წლის ქალიც ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა და მასთან კონტაქტში 37 პირია გამოკვეთილი. აქედან 17 მედპერსონალია, ხოლო 20 ოჯახის წევრები და მეზობლები არიან. კონტაქტების რაოდენობა ამ დრომდე ზუსტდება, ასევე მედიკოსთა რაოდენობაც ზუსტდება, ვისაც ხუთ ახალ ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა. კლასტერთან დაკავშირებით, ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება და მათ ანალიზი სახლებში აუღეს.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ისინი კლინიკა „მედალფაში" არიან გადაყვანილი. აჭარაში კორონავირუსით 14 ადამიანია ინფიცირებული“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42