ტესტი არაერთხელ მოვითხოვეთ, მაგრამ უარი გვითხრეს - ინფიცირებული სტიქაროსნის დედის პირველი კომენტარი
COVID-19 - 15:33, 08 Apr, 2020     964
კორონავირუსით ინფიცირებული 17 წლის სტიქაროსნის დედა, სახელმწიფოს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ქალი, რომელიც თავადაც დაავადდა, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 25 მარტს მათ კორპუსში ინფიცირების 4 შემთხვევა დაფიქსირდა, მერიას და გამგეობას სადარბაზოში დეზინფექციის ჩატარებას სთხოვეს, თუმცა მათ უთხრეს, რომ შესაბამისი ხსნარები არ ჰქონდათ.

მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტის ჩატარებაც არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა დიაგნოსტიკა მხოლოდ მას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც მის მამას ვირუსი დაუდასტურდა.

„ჩვენს სადარბაზოში 25 მარტს დაფიქსირდა კორონავირუსის 4 შემთხვევა. ამის შემდეგ არავინ მოსულა, არც დეზინფექცია ჩაუტარებიათ. დავრეკე მერიაში, გამგეობაში და მითხრეს, რომ ხსნარები არ აქვთ. სწორედ ამის გამო დავავადით ჩვენ, რომ დეზინფექცია არ ჩავატარეთ. მე გარეთ გავდიოდი მხოლოდ პურზე, დანარჩენი იყვნენ სახლში. ჩემი შვილი სტიქაროსანია, მსახურებას არ ატარებდა. გარეთ შემოხაზული იყო და ყველა იქ იდგა პირბადით, თუ ვინმე დადიოდა, ეკლესიაში არავინ შედიოდა. ამის შემდეგ გავიდა 2 კვირა და არავის მოუკითხავს ჩვენი ჯანმრთელობა. შემდეგ მამა გახდა ავად, 2 დღის წინ, დავრეკე სასწრაფოში და მითხრეს, დარჩით სახლში და უბნის ექიმი გამოიძახეთო. უბნის ექიმმა მითხრა, რომ ბინებზე არ დადიან. ამის შემდეგ გამოვიძახე ტაქსი, ჩავსვი მამაჩემი და უკან მოგვადგა ამ დროს სასწრაფო. ეს მოხდა 10 ზარის შემდეგ. კორონიან კაცს გამვლელებმაც მოჰკიდეს ხელი, როდესაც მეხმარებოდნენ მის ტაქსამდე მიყვანაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ სასწრაფოს პირბადე არ ჰქონდა. მამა გადაიყვანეს სასწრაფოთი, მე კი მითხრეს, რომ სახლში დავრჩენილიყავი. აღმოჩნდა, რომ მეც დაინფიცირებული დავბრუნდი სახლში. მეორე დღესაც არავის დაურეკავს. დავუკავშირდი თავად და მითხრეს, რომ მამაჩემს აქვს კორონა. დავუკავშირდი სასწრაფოს და ვთხოვე ტესტის გაკეთება, მაგრამ მითხრეს რომ ისინი არ ატარებდნენ. ინფექციურშიც დავრეკე. სასწრაფომ მითხრა სახლში დარჩით და არ ინერვიულოთ, სიმპტომები არ გაქვთო. საკმაოდ ბევრ ადამიანთან მქონდა კონტაქტი ქუჩაში. არავინ მოსულა და მოვუკითხივართ“, - განაცხადა "ფორმულასთან" ქალმა.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ქალბატონის თქმით, მამა რეანიმაციულ განყოფილებაშია და მდგომარეობა მძიმეა, თავად მას და მის დას კი, კოვიდ-19-თან ერთად, ფილტვების ანთებაც აქვთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42