პრინცები, მინისტრები, "ვარსკვლავები" - COVID-19-ით დაინფიცირებულ VIP პირების სია (ფოტო)
COVID-19 - 17:38, 08 Apr, 2020     859

COVID-19-ის პანდემიას ვერცერთი სოციალური ფენისა თუ პროფესიის წარმომადგენელი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, "ვარსკვლავი", ცნობილი თუ უცნობი პირი ვერ გადაურჩა. წარმოგიდგენთ კორონავირუსით დაინფიცირებულ სხვადასხვა VIP პირთა სიას.

პრინცი ჩარლზი - დიდი ბრიტანეთის 71 წლის ტახტის მემკვიდრეს COVID-19 25 მარტს დაუდგინდა.

მონაკოს პრინცი ალბერტი - კორონავირუსმა არც მეორე სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელი დაინდო. 62 წლის პრინც ალბერტს დაავადება 17 მარტს დაუდგინეს. მოგვიანებით სამეფო კარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მონაკოს პრინცი გამოჯანმრთელდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი - 56 წლის პრემიერს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა, 6 აპრილს იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 7 აპრილს - რეანიმაციულ განყოფილებაში.

მეთიუ ჰენკოკი, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - ჰენკოკსა და ჯონსოსნს კორონავირუსი ერთდროულად, 27 მარტს დაუდგინდა. თუმცა რამდენიმე დღეში იგი გამოჯანმრთელდა და სამსახურს დაუბრუნდა.

ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ნადინ დორისი - პირველი პარლამენტარი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ამჟამად იგი გამოჯანმრთელდა და სამუშაოს დაუბრუნდა.

ევროკომისარი მიშელ ბარნიე - 69 წლის ფრანგ პოლიტიკოსს, საფრანგეთის საგარეო საქმეთ ყოფილ მინიტრს, ამჟამად ევროკომისარს სავაჭრო საკითხებში კორონავირუსი 19 მარტს დაუდგინდა.

ცნობილი ტენორი პლასიდო დომინგო - დომინგოს დაავადება 23 მარტს დაუდგინდა, მცირე ხნით საავადმყოფოში ყოფნის შემდეგ იგი ამჟამად სახლში მკურნალობს

BBC-ის ტელეწამყვანი ჯორჯ ალაგია - ალაგიას 2014 წელს ნაწლავის კიბო დაუდგინეს. მისი თქმით ამ დაავადებასტან შეგუებამ მას კორონავირუსთან ბრძოლა გაუადვილა. ტელეწამყვანი აცხადებს, რომ მას საშუალო დონის სირთულის დაავადება აქვს.

ენდი კოენი - ცნობილ ამერიკელ თოქ-შოუების წამყვანსა და პროდიუსერს 52 წლის ენდი კოენს ვირუსი 20 მარტს დაუდგინეს.

მსახიიობი ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი - "ცნობილებს შორის" ვარსკვლავურ წყვილს კორონავრუსი პირველებს, 12 მარტს აღმოაჩნდათ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად ორივე განიკურნა.

კრისტოფერ ჰივიუ - კორონამ "სამეფო კარის თამაშებშიც" შეაღწია. ნორვეგიელ მსახიობს, რომელიც პოპულარულ სერიალში ტორმუნდ გოლიათთა მმუსვრელის როლს ასრულებს, ვირუსი 16 მარტს დაუდგინდა.

პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი - აშშ-ის სასჯელაღსრულებელი დაწესებულებების კავშირის წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სკანდალური პროდიუსერი მართლაც არის კორონავირუსით დაინფიცირებული.

მსახიობი იდრის ელბა - ბრიტანელმა მსახიობმა დაინფიცირების შესახებ 17 მარტს განაცხადა. მან თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს და მოსახლეობას სახლშ დარჩენისკენ მოუწოდა.

მსახიობი ოკლგა კირილენკო - უკრაინული წარმოშობის ფრანგ მსახიობს, "ჯეიმს ბონდის გოგონას" კორონავირუსი 15 მარტს დაუდგინდა.

მომღერალი Pink-ი - 4 აპრილს ცნობილმა მომღერალმა Pink-მა აშშ-ში მოითხოვა მისთვის დამატებითი ტესტი ჩაეტარებინათ COVID-19-ზე, იგი 4 აპრილს დაინფიცირდა. მან ასევე განაცხადა, რომ მის სამი წლის ვაჟს ჯეიმსონს ასევე ჰქონდა მსგავსი სიმპტომები.

ილუზიონისტი Dynamo - 2 აპრილს, შოუმენმა ასევე განაცხადა, რომ ის ინფიცირებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42