ირანის პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ითხოვს $5 მილიარდი დოლარის დახმარებას. მისი თქმით, აღნიშნული თანხა კორონავირუსთან საბრძოლველად სჭირდებათ.
„მე მოვითხოვ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, შეასრულონ მათი ვალდებულება. ჩვენი საერთაშორისო სავალუდო ფონდის წევრი ვართ- არ უნდა იყოს დისკრიმინაცია სესხების გაცემაზე“- განაცხადა როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვაში.
ირანს ფულადი დახმარება ზემოხსენებული ორგანიზაციიდან 1962 წლის შემდეგ არ მიუღია. სატელევიზიო მიმართვაში როუჰანიმ გააკრიტიკა აგრეთვე აშშ-ს სანქციები ირანზე და მას ეკონომიკური და სამედიცინო ტერორიზმი უწოდა.
კორონავირუსისგან ინფიცირებულთა რაოდენობა ირანში 67 286-ს შეადგენს, რომელთაგან 4003 ფატალური აღმოჩნდა. ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება საავადმყოფოების პალატაში მყოფი 4000-მდე პაციენტი, რომელთა უმრავლესობა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მეირთებული.
მასალის გამოყენების პირობები






