AMNESTY INTERNATIONAL-ი მოუწოდებს ფილიპინების ხელისუფლებას, გამოიძიოს კომენდანტის საათის განმავლობაში ადგილობრივი სამართალმდაცავების მიერ განხორციელებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. გავრცელებული ინფორმაციით, ლგბტქ ადამიანების მიმართ პოლიციელებმა გამოიყენეს ძალადობრივი ქმედებები- არაერთი ფაქტი დაფიქსირდა ზემოხსსნებული პიროვნებების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებისა.
სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტოები, სადაც ასახულია, თუ როგორ უსწორდებიან პოლიციელები „კომენდანტის საათის“ რეჟიმის დამრღვევებს- მათ შორის ბავშვებს, რომლებიც დაპატიმრების შემდეგ ძაღლების გალიაში მოათავსეს.
ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH-ის ბავშვების უფლებების დამცველმა და მთავარმა მკვლევარმა, მარგარეთ ვორსმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ ფილიპინების სამართალდამცავები აბსურდულად მჩაგვრელად და ძალადობრივად მოეპყრნენ კარანტინისა და „კომენტანტის საათის“ დარღვევისთვის ბავშვებს- ზოგიერთი მათგანი ძაღლის გალიებში მოთავსეს, რამდენიმე პირს აიძლეს თავიანთი თმა შეეჭრათ, ერთ-ერთი კი სრულიად გააშიშვლეს.
მასალის გამოყენების პირობები






