მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში კოვიდ-19 უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მასშტაბურად ვრცელდებოდა, ნიუ ორლეანის შტატში ლენდონ სპრედლინმა ყველიერის დღესასწაულზე ქადაგება გამართა, სადაც, როგორც ადგილობრივი მედია განმარტავს, დაინფიცირდა და 1 თვის შემდეგ გარდაიცვალა.
პასტორი სპრედლინი აშშ-ში ერთ-ერთი პირველი მათგანი იყო, ვინც ავად გახდა ზემოხსენებული კორონავირუსისგან. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე ავად იყო, სოციალურ მედიაში აქტიურად საუბრობდა ვირუსთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟსა და ისტერიაზე, რომელსაც ხელს უწყობდნენ ჟურნალისტები.
13 მარტს მღვდელმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა მცდარი მოსაზრება და ფაქტები, სადაც ერთმანეთს ადარებდა ღორის გრიპითა და კორონავირუსით გარდაცვლილთა შემთხვევებსა და რაოდენობას.
მარტის შუა რიცხვებში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა- იგი ჩრდილო კაროლინის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ სპრედლინს განუვითარდა ძლიერი პნეუმონია ორივე ფილტვებზე- ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ მამაკაცს კორონავირუსი აღენიშნებოდა. ინტენსიური მკურნალობის პალატაში 8 დღის განმავლობაში მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა ფატალური შემთხვევით დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები






