საფრანგეთი გახდა მეოთხე ქვეყანა, სადაც კოროანვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. ერთი დღის განმავლობაში ფატალური შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა- უკანასკნელ 24 საათში 1417 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსისგან. 7091 პაციენტი საავადმყოფოებში დაიღუპა, ხოლო 3237 კი მომვლელთა დაწესებულებებში.
ჟერომ სალომონმა, საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიის პიკი ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, მომავალი 2 კვირა უმძიმესი იქნება.
უმძიმესი ვითარებაა აგრეთვე აშშ-შიც, სადაც კოვიდ 19-ის ვირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ საფრანგეთის მსგავსად ანალოგიური ანტირეკორდი ფიქსირდება- უკანასკნელ 24 საათში 1403 ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ ნიუ-იორკში 1 დღე-ღამეში 731 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფთა რაოდენობა ამ დროისთვის 9150-ია, რომელთაგან უმრავლესობა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. თეთრი სახლის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვმა ამერიკის ტერიტორიაზე შესაძლოა, 100 000-ს გადააჭარბოს.
მასალის გამოყენების პირობები






