ესპანეთში პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც საავადმყოფოს საცავებიდან 2 მილიონამდე სამედიცინო ნიღაბი მოიპარა. გავრცელებული ინფორმაციით, პირბადეებთან ერთად მოპარულმა სხვა სამედიცინო აღჭურვილობის ღირებულებამ 5$ მილიონი დოლარი შეადგინა, რომელთა გასაღება უნდა მომხდარიყო მეზობელ პორტუგალიაში- ამის შესახებ გალიციის რეიონალური პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.
ქურდმა იმისთვის რათა, დაემალა ნიღბებისა და სხვა მასალების წარმომავლობა, აღჭურვილობა ყუთებიდან ამოიღო, ხოლო დამცავი პლასტმასის შეფუთვა, რომელიც დამამზადებლის შესახებ შეიცავს ინფორმაციას, გაანადგურა.
ესპანეთის სამართალდამცავი უწყებების თქმით, მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედმა კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწია პორტუგალიელ მოქალაქეებთან ტვირთის მიწოდებაზე, იგი პოლიციელებმა დააპატიმრეს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი ერთ-ერთ უმთავრეს ეპიცენტრს წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების მხრივ, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 140 510-ს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 14 000-მდე ადამიანს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






