მისი თქმით, ისინი ერთმანეთის მტრები არ არიან და ერთ საქმეს აკეთებენ.
"ჩვენ ყველას ერთი მტერი გვყავს, ეს არის ის საშინელი ეპიდემია, რომელიც მთელ მსოფლიოში კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება. ეს არის ჩვენი მტერი, მტერი, რომელსაც ჩვენი სიკვდილი უნდა, ჩვენ ამაში ყველანი ვერთიანდებით და ჩვენი ძალის მიხედვით, ვცდილობთ თავი დავიცვათ.
რაც შეეხება ეკლესიებში წესრიგის დაცვას, თანდათანობით, რამდენადაც შეგვიძლია, ვცდილობთ, ეს წესრიგი დაცული იყოს. ყველამ იცის, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ დისტანცია უზრუნველყოფილი იყოს. რაც შეეხება ხატებზე და ჯვარზე მთხვევას, ადამიანს ვერ ავუკრძალავთ, რომ ჯვარზე ემთხვიოს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური თავშეკავებისაკენ მოვუწოდებთ. ამას წინათ, გავრცელდა კადრები აქ, სამების ტაძარში ჯვარზე როგორ ემთხვეოდნენ, მღვდელმა შემოატარა ჯვარი მთხვევისთვის, ეს იმიტომ მოხდა, რომ ხალხი უნდა მისულიყო ჯვარზე სამთხვევად და შეიძლება დისტანცია დარღვეულიყო. ახლა გავაფრთხილეთ მოძღვრებიც, რომ ასე ნუღარ მოიქცევიან, გადასახონ ჯვარი და ასხურონ ნაკურთხი წყალი. ასე რომ, ჩვენც ვსწავლობთ თანდათანობით ამ რთულ ვითარებაში როგორ მოვახერხოთ ის, რომ არც მრწამსს ვუღალატოთ და არც წესრიგი დავარღვიოთ. ეს არის ჯანდაცვის და ჩვენი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესები, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის საერთოა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
მასალის გამოყენების პირობები






