ბრიტანეთში კორონავირუსი მეორეო მსოფლიო ომის მონაწილე 99 წლის ქალმა დაამარცხა- ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს DAILYMAIL-ი.იგი ბრიტანეთის ყველაზე ასაკოვანი მოქალაქეა, რომელმაც ინფექციური დაავადება დაამარცხა.
რიტა რეინოლდსმა 25 მარტს იგრძნო თავი ცუდად- გრძნობდა ძლიერ სისუსტეს და მადის დაქვეითბას. შემოწმების შემდეგ კი დადასტურდა, რომ მას კოვიდ 19-ის ვირუსი აღენიშნებოდა. მედიკოსებმა უთხრეს ოჯახის წევრებს, რომ ფსიქოლოგიურად მომზადებულიყვნენ სიტუაციის გაუარესებისთვის. რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ, 2 აპრილს ბრიტანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ რიტა სრულად გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან.
ბრიტანეთში კორონავირუსი ყოველდღიურად მასშტაბურად ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ დაავადებულთა შორისაა ბორის ჯონსონიც, რომელიც 6 აპრილს ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა ვირუსის გამო დამძიმდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეადგენს 51 608-ს, რომელთაგან გარდაცვლილთა რიცხვი 5373-ია.
მასალის გამოყენების პირობები






